სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.09.2019

     (რეზონანსი) გორში, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა. საჯარო განხილვაზე დასწრების სურვილი გამოთქვეს მოძრაობა სირცხვილიას წევრებმა, თუმცა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცეს, მიზეზად დარბაზში სკამების ნაკლებობა დაასახელეს.

    მოძრაობა სირცხვილიას წევრების თქმით, დარბაზში შეკრებილების დიდი ნაწილი საჯარო მოხელეები არიან, სწორედ ამიტომ კი მათი თქმით მნიშვნელოვანია მათი აზრის გამოთქმა.

    როგორც imedinews-ს გიგა მაქარაშვილმა უთხრა, სამწუხაროა რომ ხელისუფლებას ასე ეშინია, ჩვენი. ჩვენ არ ვართ დესტრუქციული ძალა, პროპორციული არჩევნები ჩვენი მნიშვნელოვანი მონაპოვარია და რა თქმა უნდა, ხელს არ შევუშლიდით განხილვას. არ შეგვიშვეს, ამიტომ წამოვედით და გამოვერიდეთ, - თქვა გიგა მაქარაშვილმა. 

    ამასთან, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ დარბაზის ზედა იარუსი, რომელშიც განხილვა იმართება, ცარიელია. 

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ასა   (23.09.2019)
    ძაან კაი, სირცხვილის წევრები ანყ ძველი მიშას კმარა, აქ შიში არ არის აქ ის არის , რომ მაგათი ადგილი ნეტა სად არისსსსსსს იცით...


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×