რეზონანსი
22.09.2019

 

(რეზონანსი) კვლევა ბელგიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს. ისინი ამტკიცებენ, დაბინძურებულ ჰაერში არსებული ნაწილაკები ორსული ქალის პლაცენტაში შეიძლება მოხვდეს.

ამ დროისთვის მეცნიერებს არ აქვთ ზუსტი პასუხი იმაზე, აღწევს თუ არა ეს ნაწილაკები ჩანასახამდე.

ექსპერიმენტების შედეგად მიღებული მასალის საფუძველზე მეცნიერები ამბობენ, რომ შავი ნახშირბადის ნაწილაკებს დაცული პლაცენტის „ბარიერის“ გადალახვა შეუძლიათ.

პლაცენტა ნაყოფსა და დედის ორგანიზმს ერთმანეთთან აკავშირებს. ნაყოფი დედის ორგანიზმიდან მისით იღებს ჟანგბადს, საკვებსა და სხვა საჭირო ნივთიერებებს, მას კი გადასცემს ნახშირორჟანგსა და დაშლის პროდუქტებს. თვით პლაცენტაში ხდება იმ ნივთიერებათა სინთეზი, რომლებიც აუცილებელია როგორც ნაყოფისთვის, ისე დედის ორგანიზმისათვის. პლაცენტა არეგულირებს ნივთიერებათა შეღწევას ნაყოფში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×