რეზონანსი
23.09.2019

სა­ბერ­ძნეთ­ში 32 წლის ქარ­თველ გო­გო­ნას სა­ლო­მე გო­გი­ნაშ­ვილს ეძე­ბენ. ინ­ფორ­მა­ცია და­კარ­გუ­ლი გო­გო­ნას დე­დამ ნონა კუპ­რაშ­ვილ­მა გა­ავ­რცე­ლა.

"სალო დედი, არ დამ­ღუ­პო, გა­მოჩ­ნდი... გთხოვთ გა­ა­ზი­ა­რეთ მე­გობ­რე­ბო და მო­მა­ძებ­ნი­ნეთ ჩემი გოგო" - წერს გო­გო­ნას დედა.

რო­გორც "ამბებს" სა­ლო­მე გო­გი­ნაშ­ვი­ლის ახ­ლო­ბელ­მა გა­ნუ­ცხა­და, გო­გო­ნა 15 წე­ლია ათენ­ში დე­დას­თან და ძმას­თან ერ­თად ცხოვ­რობს.

"გუ­შინ დი­ლით გა­ვი­და სახ­ლი­დან, მას შემ­დეგ არა­ვის უნა­ხავს. შუ­ა­დღეს დედა ურე­კავ­და, ზარი გა­დი­ო­და, მაგ­რამ არ გვპა­სუ­ხობ­და. შემ­დეგ ტე­ლე­ფო­ნიც გა­ი­თი­შა... მას მერე აღა­რა­ფე­რი ვი­ცით. ად­გი­ლობ­რივ პო­ლი­ცი­ას უკვე მივ­მარ­თეთ... და­კარ­გვი­დან 24 სა­ა­თი რო­გორც კი გა­ვი­და, ძებ­ნა და­ი­წყეს, თუმ­ცა ამ დრომ­დე მისი პოვ­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. მის მე­გობ­რებ­საც ვე­სა­უბ­რეთ, ვინც სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რო­ბენ, თუმ­ცა არც მათ და­კავ­ში­რე­ბია", - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში გო­გო­ნას ახ­ლო­ბე­ლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×