სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    25.09.2019

     მარტყოფის შშმ პირთა თავშესაფარში მცხოვრები 30 წლის თამარ მერებაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა. ვალერი ჩიტაიას ცნობით, თამარ მერებაშვილი ეპილეფსიური გულყრის დროს უყურადღებობის გამო დაიღუპა. ამბობს, რომ ახალგაზრდა ქალმა საღამოს თავი შეუძლოდ იგრძნო და მორიგე მედპერსონალს ტკივილგამაყუჩებელი სთხოვა. მისი გარდაცვალების ფაქტი პანსიონატში ცნობილი დილას გახდა.

    „ვახშმის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო, ექთანს წამალი სთხოვა. უთქვამს თავი მტკივაო. ამის შემდეგ 23:00 საათზე ნახა ბოლოს მედ პერსონალმა. გოგონამ, რომელიც მის ოთახში ცხოვრობდა, მითხრა, რომ ღამე ცუდად იყოო, ვყვიროდი, მაგრამ ჩემი ხმა არავის ესმოდაო. ის ოთახიდან დამოუკიდებლად ვერ გავიდოდა, რადგან ეტლით მოსარგებლეა. დილას თამუნას ცხედარი ოთახში იპოვეს. ამის შემდეგ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს და გაიგო იმ გოგონამ სასწრაფოს ექიმის ნათქვამი - დიდი ხნის მკვდარია, უკვე ცხედარი გაციებულიაო“ - უთხრა "პრაიმტაიმს" ვალერი ჩიტაია.

    ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდში, რომელიც მარტყოფის თავშესაფრის ზემდგომი ორგანოა, ახალგაზრდა ქალი გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ მას ეპილეფსია მართლაც ჰქონდა. კომენტარს ვერ აკეთებენ სამსახურეობრივი მოვალეობის გულგრილობაზე, რადგან ძიება მიმდინარეობს და პირველ რიგში, ექსპერტიზის შედეგებს ელოდებიან.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×