რეზონანსი
09.10.2019

 ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ ობიექტზე სამუშაო პროცესი შეაჩერა და კომპანია 50 000 ლარით დააჯარიმა. შეგახსენებთ, რომ ხარაგაულში სამშენებლო გვირაბში რამდენიმე დღის წინ მუშა დაიღუპა.

"გამომდინარე აქედან, უბედური შემთხვევის მოკვლევის, ინსპექტირების განხორციელებისა და ანალიზის საფუძველზე, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნულ ობიექტზე ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ იქნას სამუშაო პროცესის შეჩერება და ჯარიმა – 50 000 ლარის ოდენობით" - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×