სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.10.2019

     

    ის რომ 67 პოლიციელი და 4 მოქალაქეა დაზარალებულად ცნობილი, ჩემთვის როგორც იურისტისთვის არაფერს არ ამბობს, რადგან დაზარალებულები და ბრალდებულები თვლით არ არის, არის მტკიცებულებებით, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, 20 ივნისის საქმის გამოძიებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც თადუმაძემ აღნიშნა, საქმე, რომელსაც იძიებს პროკურატურა რთულია იმ საქმისგან, რომელსაც შსს-ს იძიებს. თადუმაძე განმარტავს, რომ რთულია იმ პირების იდენტიფირება კადრებშიც კი ვინც სპეციალური აღჭურვილობებით იმყოფებოდა აქციაზე.

    გენერალურმა პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ გამოძიებას, როგორც მისი ისე ნებისმიერი ზედამხედველი კურატორის მხრიდან აქვს მითითება, რომ შესაბამისი სტანდარტის შექმნის შემთხვევაში, სწაფად მოხდეს პირის როგორც ბრალდებულად ისე დაზარალებულად ცნობა.

    „ის რომ 67 პოლიციელი და 4 მოქალაქეა დაზარალებულად ცნობილი, ჩემთვის როგორც იურისტისთვის არაფერს არ ამბობს, იმიტომ, რომ დაზარალებულები და ბრალდებულები თვლით არ არის, არის მტკიცებულებებით. მესმის პოლიტიკური სურათია, რომ 20 ივნისს სახელმწიფომ ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ ეს პროკურატურის და იურიდიული მსჯელობის საგანი არ არის. სახელმწიფო არ არის დანაშაულის ჩამდენი პროკურატურისთვის და იურიდიულად. ეს პოლიტიკური ასპექტია, რომ 20 ივნისს სახელმწიფომ დანაშაული ჩაიდინა და რეაგირება არ ხდება. ვინ ჩაიდინა კონკრეტულად რა დანაშაული ეს გამოძიების საკითხია. რაც არ უნდა პოლიტიკური მოთხოვნა იყოს, თუ ადამიანს დანაშაული არ ჩაუდენია და ამის სტანდარტი არ არსებობს, პროკურატურა ბრალს ვერ წაუყენებს", - განაცხადა თადუმაძემ.

    რაც შეეხება გამოძიების ვადებს, როგორც გენერალური პროკურორი ამბობს, ის კონკრეტულ ვადებზე ვერ ისაუბრებს გამოძიების და საქმის სირთულიდან გამომდინარე.

    წყარო: ინტერპრესნიუსი

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×