სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.10.2019

      პარლამენტში უზენაესი მოსამარტლეობის კანდიდატის და მოქმედი გენერალური პროკურორის მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. პარალელურად სოციალურ ქსელში გამოჩნდა ადამიანი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ ის სწორედ იმ უნივერსიტეტში სწავლობდა, რომელიც თადუმაძის მტკიცებით, დაამთავრა.

    „მე ვსწავლობდი იმ უნივერსიტეტში პროკურორი თუ მოსამართლე თუ რაც არის, რომ სწავლობდა „ნოდარ დუმბაძის სახელობის უნივერსიტეტში" რომელიც სკოლაში იყო გახსნილი, 62-ე სკოლაში, მოსწავლეები რომ ამთავრებდნენ ჩვენ შევდიოდით.

    გამოცდებზე რომ მივედი რექტორი გადაირია სწავლა სექტემბერში იწყება და მაშინ მოდიო. არაფერს, საერთოდ არაფერს მანდ არ ასწავლიდნენ 300 დოლარს იხდიდი დიპლომი მოგქონდა. ერთ წელიწადში წამოვედი. მეეჭვება როდისმე სხვა ვითარება ყოფილიყო",- წერს ყალაბეგაშვილი.

    შალვა თადუმაძის მოსმენა პარლამენტში 10:00 საათზე დაიწყო. მოსამართლეობის კანდიდატს პარლამენტთან ჟურნალისტები დახვდნენ და დიპლომის ირგვლივ აგორებულ სკანდალზე განმარტება მოსთხოვეს.

    თადუმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხოლოდ პარლამენტში უპასუხებდა კითხვებს და დიპლომთან დაკავშირებული საკითხიც განმარტა.

    მანამდე თინა ბოკუჩავამ პარლამენტში დოკუმენტი მიიტანა და ამტკიცებდა, რომ თადუმაძის დიპლომი ყალბია.

    „ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე დაინტერესდა, რომელ სახინკლეში დადიოდა თადუმაძე სტუდენტობის დროს.

    „ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია დაინტერესდა, მოვიდა თუ არა შალვა თადუმაძე გასაუბრებაზე ნამეცადინები. და ამასთან, სამი კურსელის დასახელება მოსთხოვა.

    დღესვე, თადუმაძემ აღნიშნა, რომ პროკურორობაზე მეტად ადვოკატობა მოსწონს.

    თადუმაძემ ასევე განაცხადა, რომ არ აქვს გადაწყვეტილი სად გააგრძელებს საქმიანობას, თუ პარლამენტი მის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.

    წყარო: პრაიმტაიმი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    კაკო   (09.10.2019)
    თორე ნაცების დროს არ იყო ყველას ჰარვარდის დიპლომი რომ ქონდაა


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×