სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.10.2019

      ყანდაურაში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმეზე, თელავის რაინულ სასამართლოში, დისტანციური ფორმით, შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტი, თამარ თოდაძე დაიკითხა.

    ექსპერტმა დაადასტურა გამოძიების პროცესში ჩატარებული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ექსპერტიზაზე წარდგენილ 17 ნიმუშზე, ხელის ანაბეჭდის, ან პიროვნების იდენტიფიკაციისათვის საკმარისი კვალი არ გამოვლინდა.

    სხდომას ესწრებოდა, მხოლოდ უმცროსი ომარ გამყრელიძე 85 წლის ომარ გამყრელიძე პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ ესწრებოდა.

    შემდეგი სასამართლო სხდომა 28 ოქტომბერს, 16 საათზე დაინიშნა.

    შეგახსენებთ, სახელმწიფო ბრალდება ომარ გამყრელიძეს მკვლელობაში დახმარებას, ხოლო გამყრელიძე უმცროსს საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვას ედავება. მკვლელობა სოფელ ყანდაურაში 3 მაისს მოხდა. გარდაცვლილია ხუთი ადამიანი.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×