რეზონანსი
09.10.2019

 

ქალაქ ახალციხეში, 500-500 ლარით ერთ-ერთი ტოტალიზატორი და სათამაშოების მაღაზია დააჯარიმეს. კაზინოში ნიშანი „მოწევა აკრძალულია" თვალსაჩინო ადგილზე არ იყო განთავსებული, სათამაშოების მაღაზიაში კი გამყიდველი თამბაქოს ეწეოდა.

ჯანდაცვის სამინისტროს საქართველოს მასშტაბით 100 ე.წ. „მისტიური" ჰყავს, რომლებიც დაწესებულებებში შედიან და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, პოლიციას აცნობებენ. სამართალდამცველები ფიზიკურ პირს 100, იურიდიულს კი 500 ლარით აჯარიმებენ.

კანონის მიხედვით, თამბაქოს მოწევა ყველა დაწესებულებაში იკრძალება. ასევე, მეწარმეს თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული უნდა ჰქონდეს ნიშანი „მოწევა აკრძალულია".

წყარო: პრაიმტაიმი

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×