სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.10.2019

      პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენაზე სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე დაინტერესდა, რატომ არ გამოიყენა შალვა თადუმაძემ დიპლომის ნამდვილობის დასაზუსტებლად არსებული პროცედურები, რათა ეჭვის საფუძველი გამქრალიყო.

    თადუმაძემ განაცხადა, რომ მისი დიპლომის ნამდვილობით 2018 წლის ზაფხულამდე არავინ დაინტერესებულა.

    "დიპლომის ნამდვილობის დადგენასთან დაკავშირებული პროცესებისთვის არ მიმიმართავს, გამომდინარე იქიდან, რომ 2018 წლის ზაფხულამდე არც ერთ ადამიანს, მათ შორის დღეს არასამთავრობო სექტორში მყოფს, არც ერთ სახელმწიფო უწყებას, არც ერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, სადაც არაერთხელ მაქვს წარდგენილი აღნიშნული დოკუმენტი, პრობლემა არ ჰქონია, კითხვა არ დაუსვამს, რადგან 1997 წლის კანონმდებლობით მქონდა უფლება, ექსტერნატის ფორმით დამემთავრებინა სასწავლებელი. ექსტერნატის ფორმით დამთავრებულ სასწავლებელში დიპლომის გამცემი ვალდებული იყო, მიეთითებინა სასწავლო პროგრამის ვადა. დიპლომის აღიარებასთან დაკავშირებით პროცედურებში არის ისეთი საკითხები, არსებობს თუ არა სწავლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები. მე ვერ ვივლი პირადი არქივით. თუმცა, ჩემს პირად არქივში არა მხოლოდ სტუდენტობის დოკუმენტები, არამედ სხვა იურიდიული დოკუმენტებიც არსებობს, რომლებიც დასაბუთებაა იმის, რომ მე ნამდვილად ამ სასწავლებელში ვსწავლობდი" - აცხადებს შალვა თადუმაძემ.

    წყარო: ნიუპოსტი

     

     

     

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×