სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.10.2019

     გენპროკურორი შალვა თადუმაძე ერთადერთი არ არის, ვინც ნოდარ დუმბაძის სახელობის ჰუმანიტარული ინსტიტუტის დიპლომს ფლობს. „პრაიმტაიმმა" გაარკვია, რომ აღნიშნული სასწავლებელი დამთავრებული აქვთ მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებსაც.

    1998 წელს ამ სასწავლებელში ჩაირიცხა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ებრალიძე, რომელმაც იურისტის კვალიფიკაციით დიპლომი 2003 წელს მიიღო.

    ამავე პერიოდში აღნიშნულ სასწავლებელში, იურიდიულ ფაკულტეტზე სამართალმცოდნეობის სპეციალობით სწავლობდა ნინო ჩახნაშვილიც, რომელიც ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქმედი მოსამართლეა. გახმაურებულ საქმეებს შორის, ბოლოს მან მამუკა ხაზარაძის საქმე განიხილა.

    გენერალური პროკურორის დიპლომმა ოპოზიცია გააღიზიანა, ისინი ირწმუნებიან, რომ დიპლომი ყალბია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×