სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.10.2019

      ჩაქუჩი დაურტყით მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და თადუმაძეს, - ასე მიმართა სასამართლო სხდომაზე მოსამართლე გიორგი კერატიშვილს დეპუტატმა ნიკა მელიამ. თავდაპირველად მოსამართლემ ნიკა მელია რამდენჯერმე გააფრთხილა, ცალკეული რეპლიკებისგან თავი შეეკავებინა, თუმცა საბოლოოდ, მან დეპუტატის დარბაზიდან გააძევა.

    დაცვის მხარემ სხდომაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე ემსჯელა.

    ადვოკატის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენის პროცესი, ნიკა მელიას თავდებში მყოფი დეპუტატები კანდიდატების გასაუბრების პროცესს უნდა დაესწრონ, ამიტომ სასამართლო სხდომაზე სრულად დასწრებას ვერ ახერხებენ. აქედან გამომდინარე, ადვოკატმა მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით, უმჯობესი იქნება, თუ სასამართლო, პირველ რიგში, იმსჯელებს აღკვეთის ღონისძიების გაუქმებაზე ან ალტერნატიული სახით შეცვლაზე.

    მოსამართლე გიორგი კერატიშვილის განცხადებით, ის ვერ გადაუხვევს პროცედურულ წესებს, თუმცა გაითვალისწინებს აღნიშნულ გარემოებას.

    ნიკა მელიამ მოსამართლეს უთხრა, რომ მას ურეკავენ და ისე იღებს გადაწყვეტილებებს და თუ ასე არ არის, „მაშინ დაიფიცოს", რაზეც მოსამართლემ უპასუხა, რომ მას არავინ ურეკავს და დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას.

    გაგაძევებთ სხდომის დარბაზიდან. ეს არ არის სხდომის დარბაზი, სადაც ფიცს დებს მოსამართლე. მე არავინ მირეკავს, გაჩუმდით, - მიმართა მოსამართლემ მელიას.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×