რეზონანსი
10.10.2019

 (რეზონანსი) რუსულ გამოცემა „Новая газета"-ში გამოქვეყნდა ინტერვიუ ცნობილ ქართველ რეჟისორ რობერტ სტურუასთან.

კითხვაზე როგორი გახდა საქართველო XXI საუკუნეში? სტურუა პასუხობს, რომ „ისეთი, როგორიც ყოველთვის იყო. გაერთიანება ვერ შეძლო".

„არ შემიძლია ავხსნა ქართველების ერთმანეთზე ასეთი უცნაური გაბოროტებისა და ჩვენს შიგნით არსებული მუდმივი აფორიაქების მიზეზები. ყველა პოლიტიკაზე ლაპარაკობს, მაგრამ როცა ჩაუკვირდები, დაინახავ, რომ საქმე ელემენტარულ კორუფციას შეეხება. ძალიან მალე მიხვდები, რომ სიტყვების ქვეშ ფული იმალება. გალაკტიონ ტაბიძეს აქვს საოცარი ლექსი - "წიწამურში რომ მოკლეს ილია, მაშინ ეპოქა დათავდა დიდი", ანუ იქ მომხდარი გასროლით საქართველოს იმედები დასრულდა", - აცხადებს სტურუა.

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×