სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.10.2019

     (რეზონანსი) თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდებული დეპუტატის ნიკა მელიას ადვოკატის შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა მელიას აღკვეთი ღონისძიების გაუქმებას ან ალტერნატიული სახით სხვა სახის აღკვეთი ღონისძიების - პირადი თავდებობის გამოყენებას.

    ნიკა მელიას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" 6 დეპუტატი უდგებოდა თავდებში. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ ყველა სახის აღკვეთის ღონისძიება, მათ შორის ელექტრონული სამაჯურის ტარება ძალაში რჩება.

    როგორც მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა სხდომაზე განაცხადა, კვლავ არის იგივე ხარისხის რისკები, რაც არსებობდა ნიკა მელიასთვის პირველ სასამართლო სხდომაზე.

    რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, როგორც სასამართლო პროცესზე ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების სახე უკანონოა.

    პროცესს თავად ბრალდებული ნიკა მელია არ ესწრებოდა, იმ მიზეზით, რომ ის მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×