სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.10.2019

     გორის დრამატული თეატრის მსახიობ მაია ტურაშვილს რამდენიმე წლის წინ 19 წლის შვილი გარდაეცვალა და ნერვიულობისგან კისტა გაუჩნდა.გორში ჩემს ექიმთან მივიდი, რომელმაც კვლევები ჩაუტარა და მეტასტაზები ძვალსა და ღვიძლში აღმოაჩნდა.

    "სამი-ოთხი დღე გონზე ვერ მოვედი, ვერ ვაცნობიერებდი, ჩემს თავს რა ხდებოდა. ჩემი შვილები, ტყუპი გოგონები და ქმარი მგლოვიარეებად იქცნენ. მათ მოსასულიერებლად სასწრაფოს ვიძახებდით და ამან გამომიყვანა მდგომარეობიდან. სწორედ მათ გამო გავიღიმე და მას მერე ჩემს სახეზე ცრემლი არავის უნახავს. ჩემს მძიმე დაავადებაზე ფიქრიც კი შევწყვიტე. ამ დღიდან დავიწყე მეოთხე სტადიის სიმსივნესთან ბრძოლა, რომელიც ძალიან რთული აღმოჩნდა.

    მარტო ერთი პრეპარატი 8 ათასი ლარი ღირდა, მეორე – 3 ათასი. თანაც პირველი კურსის დროს ორ-ორ ცალს მიკეთებდნენ. სამი კვირის კალკულაციაში ჩამიწერეს 28 ათასი ლარი.

    მეუღლეს ვუთხარი, რომ ვერ ვიმკურნალებდი, რადგან ამის საშუალება არ გვქონდა. გადაირია, მითხრა, რაც გაგვაჩნია, ყველაფერს გავყიდიო, მაგრამ ასეც რომ მოქცეულიყო, ის თანხა მხოლოდ ორი-სამი გადასხმისთვის თუ მეყოფოდა.

    მაშინ პირველად დავდე “ფეისბუქზე” პოსტი და დახმარება ვითხოვე. ასე გაიგეს ეს ამბავი ჩემმა მეგობრებმა, ნაცნობ-უცნობებმა. მსახიობი ზაზა პაპუაშვილი ჩემი ჯგუფელია და, რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა ჩემთვის. პირველი გადასხმის დროს 28 ათასიდან მთავრობამ 4900 გადამიხადა. პირველი თანხა ჩემმა მეუღლემ და მეგობრებმა შემიგროვეს. მერე თურქეთში წავედი პეტ-ის (პოზიტრონულ-ემისური ტომოგრაფია) გადასაღებად და იქ აღმოვაჩინეთ, რომ მედიკამენტი პერჯეტა, რომელიც საქართველოში 8 ათასი ლარი ღირდა, თურქეთში 1100 დოლარად შემეძლო მეყიდა, ანუ სამჯერ ნაკლებად.

    მოკლედ, ბევრი ადამიანი დამიდგა გვერდით და შევძელი, წლების განმავლობაში მემკურნალა ამ ძვირადღირებული მედიკამენტებით. როგორც კი ვიფიქრებდი, ახლა ვერ ვიყიდი წამალს და დავიღუპები-მეთქი, სასწაული ხდებოდა და ფული მიგროვდებოდა. დღემდე ვერ ვხვდები, როგორ ხდებოდა ეს. ჩემი სახსრებით ვერანაირად ვიმკურნალებდი.

    ცხადია, მხოლოდ მედიკამენტების იმედად არ ვყოფილვარ. მოვილოცე თითქმის ყველა ეკლესია-მონასტერი. ვიყავი ყინწვისში ბერ ნაუმთან, რომელიც ძალიან დამეხმარა რწმენაში განსამტკიცებლად. თუ რწმენით არ მიიღებ წამლებს, ჩემი აზრით, დადებით შედეგს ვერ მიაღწევ. ზოგს შეიძლება სიგიჟედ მოეჩვენოს, მაგრამ ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ, რომ უფალი ჩემთან არის.

    ხალხი ასე ერთგულად რომ დამიდგა გვერდით, სულ ვფიქრობ, რომ უფალმა გამომიგზავნა. უამრავ ადამიანს უჭირს, ითხოვენ დახმარებას, მაგრამ იმდენს ვერ აგროვებენ, მე კი ყოველთვის ვაგროვებდი. ეს უფლის გარეშე არ მოხდებოდა", - განუცხადა "სარკეს" მსახიობმა.

    (სარკე)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×