სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.10.2019

    12 ოქტომბერს, დინამო არენაზე საქართველოსა და ირლანდიის მატჩის მიმდინარეობისას ბიჭმა გოგონას ხელი სტადიონზე თხოვა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით ბიჭი, რომელმაც მატჩის დროს გოგოს ცოლობა თხოვა, რუსთაველი 31 წლის გიორგი გოგოლაძეა.

    რუსთავის ჩოხოსანთა საზოგადოების წევრი და ყოფილი ფეხბურთელი გიორგი გოგოლაძე 31 წლისაა . მან ნინი თოიძე რუსთავის ქუჩებში შენიშნა. გოგონა მოეწონა და მისი მოძებნა გადაწყვიტა. 22 წლის ნინი ფარმაცევტია და ახალგაზრდა ბიჭმა გოგონას კვალს სწორედ რუსთავის ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელში მიაკვლია.

    შეყვარებულებს თითქმის 2-წლიანი ურთიერთობა აკავშირებთ, ქორწილი ოქტომბრის ბოლოს გაიმართება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×