სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.10.2019

     (რეზონანსი) სისხლიანი გარჩევა ლისის ტბაზე - "კურიერის" ინფორმაციით, დაპირისპირებისას დაჭრილი გოჩა ფეხვაძე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

    მძიმე დაზიანებებით 41 წლის მამაკაცი რეგიონალურ ჰოსპიტალში 6 ოქტომბერს მოათავსეს. ექიმების, ერთკვირიანი ბრძოლის მიუხედავად ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.

    შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება, რომელიც რამდენიმე პირს შორის გახოკიძის ქუჩაძე დაიწყო, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა, სადაც 41 წლის ვეფხვაძე ერთ-ერთ ავტომობილში დაჭრეს, შემდეგ კი საკუთარ სახლთან მიატოვეს.

    საქმეზე გამოძიება 236-ე მუხლის, მე-3 და მე-4 ნაწილით, 117-ე და 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ტარებას, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×