სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.10.2019

     (რეზონანსი) სკანდალი საპატრიარქოში, "მთავარი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, ჭყონდიდის მიტროპოლიტს, მეუფე პეტრეს არაკაცი უწოდა.

    როგორც სვეტიცხოველში შეკრებილმა მაღალმა იერარქებმა დღეს განაცხადეს, საკითხზე წმინდა სინოდი იმსჯელებს.

    სინოდს წევრებისთვის დაბალი რანგის სასულიერო პირის მხრიდან მეუფისთვის შეურაცხყოფა მიუღებელია.

    მეუფე ანტონი ამბობს, რომ ამ საკითხს უახლოეს სინოდის სხდომაზე განიხილავენ:

    "რა თქმა უნდა განვიხილავთ, როცა დადგება დღის წესრიგში"- აცხადებს წმინდა სინოდის წევრი.

    ფოთის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლის თქმით კი საეკლესიო კანონიკური სამართალში პირდაპირ არის გაწერილი რა არის დასჯადი.

    "ნებისმიერი ფაქტი, რომელიც სცილდება საზღვრებს, ქრისტიანული ეთიკის, კანონიკური ნორმების საზღვრებს, რა თქმა უნდა საჭიროებს რეაგირებას"- განაცხადა მეუფემ.

    ცნობისთვის, შემთხვევა შაბათ, ფოთის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის დედის გასვენებაში მოხდა. აღნიშნულ საკითხს მეუფე პეტრეს მონასტრის მალევე გამოეხმაურა და მამა ანდრია ჯაღმაიძეს "ზონდერ დეკანოზი" უწოდა.

    ნიუპოსტი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ოხროხინე   (14.10.2019)
    ანუ დიდი რაზბორკა იქნება ვიღაცეებს სტატუსს გაუჩერებენ მიატორმუზებენ ცირკია რაა ესენი კრიმინალებისგან არაფრით განსხვავებიან


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×