სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.10.2019

     (რეზონანსი) 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობიდან მალევე საზოგადოებიოსთვის ცნობილი გახდა, რომ სასტიკ დანაშაულში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებთან ერთად, შინაგან სამქეთა სამინისტროს 2 მოქმედი და ერთი ყოფილი თანამშრომელი მონაწილეობდა.

    საქმის მასალების თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს ახალგაზრდა კაცი, პოლიციელებმა - მიხეილ ღუბიანურმა და და­ვით მიროტაძემ ყოფილ სამართალდამცავთან, დიტო დუღაშვილთან ერთად მძევლად აიყვანეს და ლიკვიდაციის მიზნით 1982 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ გიორგი ასათიანს და ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს ზურაბ ჯღარკავას გადასცეს, მათ კი დადეშელი წამებით მოკლეს.

    როგორც ირკვევა, რუსთავში მცხოვრები 38 წლის დავით მიროტაძე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობდა. საქმის მასალების თანახმად, ის კრიმინალ სიძეს, დის ქმარს, ზურაბ ჯღარკავას გაურიგდა.

    დავით მიროტაძე ჩვენებაში ამბობს: "2019 წლის სექტემბერში ჩემი სიძე მოვიდა რუსთავში და მითხრა, რომ ერთ პიროვნებასთან, რომელიც მისი რაიონელი­ იყო, დავით მუმლაძესთან (იგივე ზურაბ დადეშელი) ჰქონდა დაძაბულობა და მთხოვა დახმარება. მითხრა, რომ ემუქრებოდა მას და მის ოჯახს... შევთანხმდით, რომ ოქტომბრის პირველ რიცხვებში ჩავიდოდი თბილისში, შევხვდებოდი ჩემი სიძის მეგობარს, გიორგი გეთაშვილს, რომელიც ჩაისვამდა მანქანაში ზურაბ დადეშელს, ამის შემდეგ ჩემს მეგობრებთან ერთად იძულებით ჩავსვამდით ჩვენს მანქანაში და წავიყვანდით რუსთავში. იქ გადავსვამდით ჩემი სიძის მანქანაში... ჩემს ყოფილ კოლეგას, დიტო დუღაშვილს ვესაუბრე ჩემი სიძის პრობლემებზე. ავუხსენი, რომ დადეშელი ოჯახს მოკვლით ემუქრებოდა და ამ პრობლემის მოსაგვარებლად მესაჭიროებოდა დახმარება... ისიც ავუხსენი, ჩემი სიძის მეგობარი გეთაშვილი ჩაისვამდა მანქანაში, ამის შემდეგ ჩვენ მივვარდებოდით, გადავსვამდით ჩვენს მანქანაში და გადავაბარებდით ჩემს სიძეს, ის ცოტას წამოარტყამდა და ჭკუაზე­ მოიყვანდა.

    დუღაშვილი დამთანხმდა... შემდეგ დავუკავშირდი მიხეილ ღებიანურს, რომელიც ჩემი თანამშრომელია და შეხვედრა ვთხოვე. მასაც ვუამბე ყველაფერი და ისიც დამთანხმდა... 1 ოქტომბერს დილით ჩემს სახლთან მოვიდა დიტო დუღაშვილი შავი ფერის ბმვ-ს მარკის ავტომანქანით და გავემართეთ სასაფლაოების მიმართულებით. იქ გააჩერა მანქანა, მოვხსენით სანომრე ნიშნები და დავუყენეთ ე.წ. ტრანზიტული სანომრე ნიშნები. მიხეილ ღებიანურს სახლში მივაკითხეთ. ისიც ჩაგვიჯდა მანქანაში და წავედით თბილისისკენ. სამივეს გვეცვა პოლიციის ფორმა. თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე გავჩერდით და იქ მოვიდა გეთაშვილი­ თეთრი ბმვ X 6-ით, გვერდით გიორგი ასათ­იანი ეჯდა. მე, გეთაშვილმა და ასათი­ანმა ვისაუბრეთ, როგორ უნდა მოგვეხდინა მუმლაძის შეპყრობა, განიარაღება და შემდგომ რუსთავში წაყვანა. ეს საუბარი შეიძლება გაეგო ღებიანურსა და დუღაშვილსაც, რადგან მოლაპარაკება ჩვენს ავტომანქანასთან ახლოს იყო. ამ საუბრის შემდეგ ისინი ჩასხდნენ თავიანთ მანქანაში და წავიდნენ, ხოლო მე დავჯექი­ ჩვენი ავტომანქანის საჭესთან და გავყევით მათ უკან. ცოტა ხანში გადავასწარით. გზაში ვუთხარი­ ბიჭებს, რომ ახლა ჩაისვამდა გეთაშვილი მუმლაძეს და გლდანში მოიყვანდა. ბელიაშვილის ქუჩაზე ისევ წამოგ­ვეწია ეს მანქანა­, ამჯერად მარტო იყო გეთაშვილი,­ მანიშნა, რომ გავყოლო­დით. ასათიანი როდის ჩამოვიდა მანქანიდან, არ ვიცი. მუხიანის მიმართულებით წავედით, გეთაშვილმა გააჩერა მანქანა, ჩვენ გავცდით და ოდნავ მოშორებით გავჩერდით. მალე ჩაგვიარა გვერდით გეთაშვილმა, უკვე იჯდა მუმლაძე. გლდანის ტერიტორიაზე გეთაშვილმა მანქანა ისევ გააჩერა და გადმოვიდა. ამ დროს სამივემ სწრაფად შევბოჭეთ მუმლაძე, მას "მაკაროვი" ამოუღო ღებიანურმა. ჩავაგდეთ ავტომანქანის უკანა სავარძელზე, გვერდით მიუჯდნენ დიტო და მიხეილი და მიშამ­ იარ­აღი, რომელიც ამოაცალა მუმლაძეს, გადმომაწოდა, მანქანის წინა სავარძელში დააგდეს მუმლაძის მობილურიც... რუსთავში რომ შევედით, მე დავუკავშირდი ჩემს სიძეს, ვუთხარი,­ რომ მას ველოდებოდით ქუჩის ბოლოში... ჩვენ ხელებზე ბორკილდადებული მუმლაძე ჯღარკავას და ასათიანს გადავეცით. ამის შემდეგ მტკვარზე გადასასვლელ ხიდთან ჩავუხვიეთ, გრუნტიან გზაზე გადავედით და მდინარე მტკვრის სანაპიროზე გავაჩერეთ და მუმლაძის იარაღი და ტელეფონი, ასევე ტრანზიტული სანომრე ნიშნები მტკვარში­ გადავყარე. ამის შემდეგ ჯერ ჩამოვსვი დიტო, მერე გადავჯექი ჩემს მანქანაში, სახლთან მივიყვანე ღებიანური და წავედი სახლში...

    მომდევნო დღეს, საღამოს შევხვდი დიტო დუღაშვილს და მივეცი 4.000 ლარი... 4.000 ვაჩუქე ღებიანურს. ჩემი სიძე პერიოდულად მჩუქნის ხოლმე გარკვეული რაოდენობის თანხებს და ეს თანხაც მან მაჩუქა. ბიჭებს წინასწარ თანხას არ შევპირებივარ. 4 ოქტომბერს მიხეილ ღებიანურს გავუჩერე მანქანა, ამ დროს გამოიარა ჩემმა სიძემ და ვკითხეთ, თუ რა ბედი ეწია მუმლაძეს, მან გვითხრა, ის უკვე აღარ არსებობსო...".

    მიხეილ ღებიანურის ჩვენებიდან:

    "...გზაში გვისვამდა მუმლაძე კითხვებს, რატომ დამაკავეთ, რაშია საქმეო, მაგრამ არაფერს ვპასუხობდით... პოლიციაში ვიყავი 5 ოქტომბერს, რომ შემოვიდა შეტყობინება, მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყაო, ეს იყო მუმლაძის ცხედარი. როგორც დათო მიროტაძისგან ვიცოდი, მას ცემას უპირებდნენ და იძულებულს გახდიდნენ საქართველო დაეტოვებინა. მოულოდნელად ვგებულობ, რომ ჯღარკავას და ასათიანს ის მოუკლავთ... რაც შეეხება 4.000 ლარს, იმ ფულით ვალები გავისტუმრე, 600 დოლარი პროცენტიანი ვალი მქონდა და მივეცი. 500 ლარი საქართველოს ბანკის ბანკომატში ჩავრიცხე, 300 ლარი კი დედაჩემს მივეცი, ხოლო დანარჩენი პირადი ოჯახური საჭიროებისთვის დავხარჯე".

    დიმიტრი დუღაშვილის ჩვენებიდან:

    "...მიროტაძე ვაცაპით დამიკავშირდა­ და მითხრა, მოუკლავთო ის ბიჭი ასათიანს­ და ჯღარკავას. 4.000 ლარიდან 1.600 ლარი ვალი გავისტუმრე. 900 ლარით დავფარე მინიკრედიტის ვალდებულება, 900 ლარი ასევე გადავიხადე ლიბერთი ბანკში, 200 ლარი ვალი დავუბრუნე ჩემს მეგობარ ლევანს, რაც შეეხება 200 ლარს, ვიყიდე სურსათი... როდესაც იმ პირს უკანონოდ აღვუკვეთეთ თავისუფლება, ის გზაში გვეუბნებოდა,­ რომ გახარებული იყო, რადგან ვიყავით პოლიციის თანამშრომლები და არა სხვა პირები. მისი განმარტებით, მას ჰყავდა მტრები, ახსენებდა ვიღაც ზურას, რომელსაც რაღაც ენები მიუტანეს და გადაკიდებული იყო მასზე".

    ცნობისთვის, დავით მუმლაძის, იგივე ზურა დადეშელის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 5 პირს, მათ შორის ორ მოქმედ და ერთ ყოფილ პოლიციელს წინასწარი პატომრობა აქვთ შეფარდებული.

    რამდენიმე დღის წინ, მოკლულის მეგობარს, გიორგი გეთაშვილის ბრალი დაუმძიმდა და სსკ-ის 370-ე მუხლის ნაცვლად, 143-ე მუხლის 25-143-3ა-თი წაუყენა. ეს მუხლი ითვალისწინებს, ადამიანის უკანონო თავისუფლების აღკვეთაში დახმარებას.

    35 წლის დავით მუმლაძეს ოჯახი 1 ოქტომბრიდან ეძებდა. მისი ცხედარი საბოლოოდ 5 ოქტომბერს, რუსთავში მდინარე მტკვარმა გამორიყა. მამაკაცს 30 ზე მეტი ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.

    წყარო: კვირისპალიტრა

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    geno   (14.10.2019)
    samudamo rom mogcen imisi girsi xart,valebi gadaixadet tqven sadistebo


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×