სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.10.2019

     (რეზონანსი) "2020NEWS" -ის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი 2020 წლის საპარლამენტო სიაში წარმოდგენილი არ იქნება.

    კითხვაზე, დატოვებს თუ არა პაპუაშვილი პოლიტიკას 2020 წელს?! "ქართული ოცნების" დეპუტატი გვპასუხობს, რომ ჯერჯერობით, აღნიშნულზე საუბარი ნაადრევია.

    "ამაზე ლაპარაკი ნაადრევად მიმაჩნია. კიდევ რაღაცები არის გასაკეთებელი. გასაგებია, რომ ასეთი კითხვების რეჟიმში ვიქნებით... საქმეს როგორც უნდა, ისე იქნება. ეს მარტო ჩემს ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული. რას ვაპირებ, ასე ჩამოყალიბებული გეგმა არ მაქვს",- განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

    ინფორმაციისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო სიაში წარმოდგენილები არ იქნებიან მმართველი პარტიის შემდეგი დეპუტატები: სოფიო კილაძე, სოფიო ქაცარავა, ნუკრი ქანთარია, ზაზა გაბუნია, ალექსანდრე ქანთარია და ალექსანდრე ერქვანია.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×