სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.10.2019

     (რეზონანსი) ბიზნესმენი ლევან ვასაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნა, რომ სახელმწიფოში ყველაფერი ტრადიციულ და კონსერვატიულ რელსებზეა გადასაყვანი და ლიბერალიზმი ქვეყანაში ასაკრძალი იდეოლოგიაა.

    „ყველაფერი, რაც ჩვენ გვაქვს, - სასოფლიო-სამეურნეო სტრატეგიაზე გვისაუბრია, საგანმანათლებლოზე, სამხედროზე, - გადასაყვანია საჩქაროდ ეროვნულ-კონსერვატიულ ლიანდაგებზე. დარწმუნებული ვარ, თავისუფლად შეგიძლიათ დასაჯოთ ის პროვოკაციული ელემენტები, რომლებიც ობსტრუქციას უწყობენ ჩვენს სახელმწიფოს ამ ასაკრძალი ლიბერალური იდეოლოგიით. როგორც მარქსიზმი და ფაშიზმია აკრძალული, ზუსტად ასე უნდა აიკრძალოს ჩვენს ქვეყანაში ლიბერალიზმი და იყოს გამოცხადებული მარგინალურ იდეოლოგიად, რომელიც დაუშვებელია.

    პრინციპში, ხალხში ასეც არის, მაგრამ ხალხი გელოდებათ თქვენ, ჩვენს პოლიტიკოსებს და ყველანაირად დაგიჭერთ მხარს, რამდენადაც არ უნდა იჭიჭყინონ მომაკვდავი ლიბერალიზმის წარმომადგენელმა უცხოელმა ელჩებმა. თქვენ ახლა დაგრჩათ ძალიან ცოტა დრო, ზოგიერთ თქვენგანთან მისაუბრია, მათ შორის ბიძინასთან და ვხედავ, რომ ძალიან ნელა ირჯებით ამ ეროვნული ტრადიციული მიმართულებით, კარგავთ უამრავ დროს ამ ლაქუცზე, უბრალოდ, ნაგავში გადასაყრელი იდეოლოგიის გამტარებლებთან", - აღნიშნა ვასაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    გულაგი გელოდება   (14.10.2019)
    კაპიტალიზმი ავკრძალოთ და ამ კუტუ ვასაძეს და მის ს.რ მეგობარ ფალავანდიშვილს ჩამოვართვათ ვირეშმაკობით ნადოვნი მილიონები. 10 წლით გავაციმბიროთ და ლენინის ციტატების დაზუთხვაში ამოვხადოთ ეგ სატანისტური სული. მერე იჭიკჭიკოს

    რას ამბობ, რასა?   (14.10.2019)
    ლიბერალიზმი რომ აკრძალონ მერე კუნილინგუსის და მ--ნე-ის სწორად კეთებას ვინ ასწავლის ქართველებს?


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×