სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.10.2019

     (რეზონანსი) გენიალური ქართველი მხატვარი ფრიდონ ნიჟარაძე სვანეთის რეგიონში, უშგულში, ძმასთან ერთად ცხოვრობს. სამწუხაროა, რომ მხატვარი და მისი შესანიშნავი ნამუშევრები მოსახლეობის უცნობია.

    მხატვარი ნამუშევრის შესაქმნელად ყველა ხერხს იყენებდა, რისი საშუალებაც ჰქონდა. მაგალითად, ნახშირით თოვლზეც ხშირად დაუხატავს, ქვებზე ცარცითა და კირით.

    მხატვრის ძმა თეიმურაზ ნიჟარაძე ამბობს, რომ ფრიდონი თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, მაგრამ იგი ქალაქში არ დარჩენილა, ისევ სვანეთის მთებს დაუბრუნდა. მხატვარს თავისი გენიალური ნახატების გამოფენის მოწყობაზე ამბიცია არასოდეს ჰქონია, თუმცა 75 წლის ასაკში მოაწყოს გამოფენა, ამაზე უარს არ იტყოდა.

    მხატვრით ბრიტანული გამოცემა «The Independent»-იც დაინტერესდა. გამოცემის ერთ-ერთი სტატია, სათაურით, "უშგულში, საქართველოს ყველაზე შორეულ სოფელში." ავტორი ფრიდონ ნიჟარაძესაც ეწვია. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

    „უშგულის სოფლებში სხვადასხვანაირი ადამიანები ცხოვრობენ: აქ არის, მაგალითად, სიურეალისტური მხატვარი ფრიდონ ნიჟარაძე, იგი განდეგილს ჰგავს და როგორც ამბობენ, ბევრი ლაპარაკი არ უყვარს, თუმცა ალექსი მისი ნათესავია და მპირდება, გაჩვენებო.

    მივდივართ სოფლის მიხვეულ-მოხვეულ ვიწრო ქუჩებში. მოჩანს რუსული სატვირთო ავტომანქანა, რომელიც ძველი და გაძარცულია. იქვე ახლოს ძროხები წვანან და იცოხნებიან. ვუახლოვდებით ნახევრად ქვით და ხით აგებულ შენობას. კიბესთან კაცი დგას და საეჭვოდ გვიმზერს, რომელიც ფრიდონი აღმოჩნდა. "მითხარი, როგორი იყო იოსებ სტალინისა და ფრანკლინ რუზველტის პოზიცია თეირანის კონფერენციის დროს?", - ეკითხება იგი ალექსს და პასუხით კმაყოფილი, სახლში გვიწვევს, რათა საკუთარ ბიოგრაფიაზე გვესაუბროს.

    "1970-იან წლებში მე თბილისში ვსწავლობდი, მაგრამ იქ ჩემთვის არაფერი მოუციათ. რისი დახატვაც მინდოდა, იმის უფლებას არ მაძლევდნენ. მე საპროტესტო გამოსვლებშიც ვმონაწილეობდი, როცა ქართული ენის აკრძალვა გადაწყვიტეს. დამიჭირეს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დამამწყვდიეს, რაღაც ნარკოტიკებს მიკეთებდნენ. ჯანმრთელობა სწორედ იმ დროიდან შემერყა", - გვიყვება ფრიდონ

    ფორტუნა

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    მაია   (16.10.2019)
    ძალიან ძალიან საინტერესო, ღრმა შინაარსი, სულის გამოძახილი, თვითმყოფადი, დახვეწილი, ფერები და ტექნიკა საოცარი, მოკლედ საამაყო, სუპერ ხელოვანთან გვაქვს საქმე.

    zaza   (15.10.2019)
    vfiqrob erterti unichieresi mxvatvari gvyavs kide. kargi iqneba tu am adamians sicocxleshive davafasebt.

    qristina   (14.10.2019)
    dzalian kargia.aseti pereira da gamosaxulebebi ar minaxavs arsad.chemtvis arachveulebrivi shemoqmedebaa


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×