სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.10.2019

     (რეზონანსი) რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, დღესდღეობით, 400-მდე ჩრდილოეთ კორეელი ცხოვრობს და მუშაობს, - ამის შესახებ The Washington Post-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიიდან ხდება ცნობილი.

    ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეთა აფხაზეთში ყოფნა არალეგალურია, რადგანაც ეს გაერო-ს რეზოლუციის დარღვევას წარმოადგენს. თუმცა, რუსეთის ფედერაცია აღნიშნულ მოთხოვნას უგულებელყოფს.

    გამოცემის ცნობით, აფხაზეთში მცხოვრები კორეელები ძირითადად მომსახურების სექტორში მუშაობენ. The Washington Post კორეელ მასაჟისტ მეტსახელად "ექიმ კიმზეც" წერს, რომელიც რეგიონში ჩასულ ტურისტებს მასაჟს 7 დოლარად უკეთებს.

    "საერთო ჯამში, დაახლოებით, 400 ჩრდილოეთ კორეელი მუშაობს აფხაზეთში", - აღნიშნავს სტატიის ავტორი და დასძენს, რომ ყველა მათგანი მამაკაცია, რომელთა უმრავლესობამ მეუღლეები და შვილები სამშობლოში დატოვა და ახლა, აფხაზეთში ნაშოვნი ფულით მათ დახმარებას ცდილობენ. მუშების დიდი ნაწილი სოხუმში ცხოვრობს.

    "ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთის ფედერაციისთვის არის ის სივრცე, სადაც მას ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტების "გადამალვა" შეუძლია", - როგორც ამერიკული გამოცემა წერს, ეს რუსეთისთვის ერთგვარი სტრატეგიული თამაშია. კრემლი იმედოვნებს, რომ აფხაზეთში გადამალული და დასაქმებული მუშები, ხელს შეუწყობს რუსეთის მიმართ კიმ ჩენ ინის რეჟიმის კიდევ უფრო კეთილგანწყობას, რადგან, როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, პუტინი აზიაში რუსული გავლენის ზრდაზე ზრუნავს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×