სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.10.2019

      გორში არასრულწლოვანთან სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ტარიელ ციცაგია.

    16 წლის გოგონა „მთავარ არხთან" საუბარში აცხადებს, რომ ტარიელ ციცაგი მას აედევნა და სადარბაზოში შეჰყვა, რა დროსაც მასზე სექსუალური ძალადობა სცადა.

    „სკოლიდან სახლში ვბრუნდებოდი, ვიღაცა სადარბაზოში შემომყვა და პირზე ხელი ამაფარა. ყელშიც წამიჭირა. შეშინებულმა ყვირილი მოვახერხე, იმ დროს მეზობელი გამოვიდა, თავდამსხმელი კი გაიქცა - აცხადებს არასრულწლოვანი.

    მოზარდის დედა აცხადებს, რომ მკერდსა და საჯდომზე ხელი მოკიდა. ალბათ, სარდაფში ჩაიყვანდა, ქვედა სართულიდან მეზობელი ბიჭი ყვირილზე გამოვიდა, თავდამსხმელი უკვე კიბეზე ჩარბოდა.

    ციცაგი კადეტთა ლიცეუმის კურსდამთავრებულია, ის ქსნის კოლონიაში მსახურობდა.

    შსს-მ ტარიელ ციცაგი დააკავა. მას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მისი ადვოკატი, ტანია რაზმაძე ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს გოგონას სამკაულები მოეწონა და გაძარცვის მიზნით აედევნა.

    „მთავარის" ინფორმაციით, ტარიელ ციცაგი სექსუალურ ძალადობაში ამ შემთხვევამდე ორჯერ იყო შემჩნეული.

     

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    გიორგი   (16.10.2019)
    კადეტთა ლიცეუმის სახელს ნუ იყენებთ ზედმეტი პიარისა და აჟიოტაჟისთვის თუ შეიძლება..


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×