სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.10.2019

    ცოტა ხნის წინ, თბილისში, პეკინის გამზირზე არასრულწლოვან ბიჭს №51 ავტობუსი დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, ბავშვი ქუჩას კვეთდა და მას ყურსასმენები ეკეთა. მძღოლს მოძრაობის წესები არ დაურღვევია.

    ბიჭი ამ წუთებში იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, რომ ის ახლა ე.წ. კვლევას გადის, კონტაქტურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. წინასწარი დიაგნოზით, მას მსუბუქი ტვინის შერყევა აქვს. თუმცა კვლევები კვლავაც უტარდება.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება 76-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაზ ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×