რეზონანსი
15.10.2019

მწვანე იყო, ჩემი გზა, მოძრაობის წესები მოზარდმა დაარღვია, რადგან თვითონ შემეჯახა, – ამის შესახებ სამგზავრო ავტობუსის მძღოლი ვაჟა ჭიღლაძემ აცხადებს მოზარდი მარტო იმყოფებოდა და მოძრავ ავტობუსს თავად შეეჯახა.

„ჩვეულებრივად ვმოძრაობდი. გავჩერდი გაჩერებაზე. აინთო მწვანე და წამოვედი. ნელა მოვდიოდი და უცბად შეჯახების ხმა გავიგე. რა ადგილას დამარტყა, ისიც არ ვიცი. მოძრაობის დროს შემეჯახა თვითონ, მე არ დამირტყამს არც "ლაბავოით" და არც ცხვირით. მოძრაობის წესები მან დაარღვია, რადგან თვითონ შემეჯახა. მწვანე იყო, ჩემი გზა და თვითონ შემეჯახა. 12 წლის ბიჭია, იმ წუთას მარტო იყო“, – განაცხადა ვაჟა ჭიღლაძემ.

პეკინის გამზირზე ავტობუსი არასრულწლოვანს დაეჯახა. მომხდარის შედეგად, მოზარდი მსუბუქად დაშავდა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×