სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.10.2019

     წნორისა და ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 რუსთაველი მამაკაცი დაიღუპა. ავარიამ ძმების, 43 წლის კახა და 45 წლის კობა თინიკაშვილების სიცოცხლე შეიწირა, ასევე დაიღუპა ძმების მეგობარი და კობა თინიკაშვილის თანაკლასელი ალიკა სირანაშვილი. გარდაცვლილები ერთმანეთის მეზობლად, ჭყონდიდელის დასახლებაში ცხოვრობდნენ.

    ამ დრომდე კლინიკაში რჩება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი, ერთ-ერთი გარდაცვლილის, კობა თინიკაშვილის შვილი გიორგი თინიკაშვილი, რომელიც "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტომობილს მართავდა.

    საერთო ჯამში დაღუპულია სამი, დაშავებული კი 2 ადამიანი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×