რეზონანსი
15.10.2019

 იაპონია სტიქიას ისევ ებრძვის - ტაიფუნ "ჰაგიბისის" შემდეგ წყალდიდობამ და ძლიერმა წვიმამ ქვეყნის 8 პროვინციის ქალაქები მთლიანად გაანადგურა. ყველაზე ნაკლებად იაპონიის დედაქალაქი ტოკიო დაზარალდა. ქალაქს აქვს წყალდიდობის კონტროლის უნიკალური სისტემა, რომელმაც სტიქიას გაუძლო. წყალდიდობას მეწყერებიც დაემატა. ამ დრომდე ისევ რჩება მიწის ჩამოშლის საშიშროება. ყველაზე მძიმე სიტუაცია მჭიდროდ დასახლებული ნაგანოს, საიტის და მიაგის პრეფექტურებშია.

მაშველები, მეხანძრეები და სამხედროები ისევ ეძებენ უკვალოდ დაკარგულებს და დატბორილი რაიონებიდან მოსახლეობა გაჰყავთ. მაშველებს რთულ პირობებში წყალსა და ტალახში უწევთ მუშაობა, მილიონობით ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი.

იაპონიაში ჯერ მიწისძვრა მოხდა, მას ტაიფუნი "ჰაგიბისი" მოჰყვა, ძლიერი ქარის შემდეგ ძლიერი წვიმა დაიწყო, ადიდდა მდინარეები და ყველაფერი დატბორა. ჩამოწვა ათობით მეწყერი. იაპონიაში სტიქიას 47 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, არიან დაკარგულები და ასობით დაშავებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×