სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.10.2019

    იმ გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ებს, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში სა­ხელ­მწი­ფომ წა­ა­გო და ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის ბი­უ­ჯე­ტი­დან სო­ლი­დუ­რი თან­ხე­ბის გა­დახ­და და­ე­კის­რა, ერთ-ერთი და მთავარია ე.წ. კორ­ტე­ბის საქ­მე, რო­მელ­ზეც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით 50 000 ევ­როს გა­დახ­და და­ე­კის­რა, თუმ­ცა რო­გორც "ამბებმა" გა­არ­კვია, ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე სა­ხელ­მწი­ფოს 3 დღე აქვს დარ­ჩე­ნი­ლი და ვა­ზა­გაშ­ვი­ლე­ბის­თვის ამ თან­ხი­დან ჯერ არც ერთი თეთ­რი არ გა­და­უხ­დია.

    ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ 12-წლი­ა­ნი გან­ხილ­ვის შემ­დეგ, სარ­ჩელ­ზე "ვა­ზა­გაშ­ვი­ლი და შა­ნა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ“ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის 18 ივ­ლისს გა­მო­აქ­ვეყ­ნა. სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს მიერ დად­გე­ნი­ლი სამ­თვი­ა­ნი ვადა მიმ­დი­ნა­რე წლის 18 ოქ­ტომ­ბერს იწუ­რე­ბა.

    გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ვა­ზა­გაშ­ვი­ლებ­მა კომ­პენ­სა­ცია მი­ი­ღეს, თუმ­ცა რო­გორც მოკ­ლუ­ლი ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის დე­დამ, ცი­ა­ლა ვა­ზა­გაშ­ვილ­მა ამბობს, ეს ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

    "არა­ვის ჩა­უ­რი­ცხავს თან­ხა, სი­მარ­თლე გი­თხრათ არც კი მახ­სენ­დე­ბა, რომ უნდა მიგ­ვე­ღო ეს კომ­პენ­სა­ცია. ღმერ­თის წი­ნა­შე ვამ­ბობ, ჩემ­თვის ეს არა­ფერს ნიშ­ნავს, არა­ფერს ცვლის. ზუ­რას ვე­რა­ვინ გა­მი­ცო­ცხლებს! ადა­მი­ანს რომ სი­ხა­რუ­ლის გან­ცდის უნარს წა­არ­თმე­ვენ, ფული იქ რა­მეს შეც­ვლის?! არც ისე­თი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ვარ, რომ მი­ჩე­რე­ბუ­ლი ვიყო ამ თან­ხა­ზე. თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც გად­მომ­ცეს, ზუ­რას სუ­ლის მო­სახ­სე­ნი­ებ­ლად ისევ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს და­ვუ­რი­გებ" - განაცხადა შვილმკვდარ­მა დე­დამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×