სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.10.2019

     (რეზონანსი) საქართველოში ექვს სკოლას არც ერთი მოსწავლე არ ჰყავს. ოფიციალური ინფორმაციით, ეს სკოლები ძირითადად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, წყალტუბოს, ამბროლაურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს, სადაც „0 ბავშვი ირიცხება".

    უფრო კონკრეტულად, არც ერთი მოსწავლე არ ჰყავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოტევის საჯარო სკოლას, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვავილისა და სოფელ ხანდოს საჯარო სკოლას, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩეკურაანთგორის საჯარო სკოლას, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჯოლის საჯარო სკოლასა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მექვენას საჯარო სკოლას.

    როგორც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განაცხადეს, ექვსივე სკოლა ბავშვთა მიმართვიანობის შემთხვევაში, ფუნქციონირებას განაახლებს.

    გარდა ამისა, ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში მდებარეობს 4 სკოლა, სადაც მხოლოდ ერთი მოსწავლე ირიცხება. ეს სკოლებია: ამბროლაურის მუნიციპალიტეტეის სოფელ ნამანევის საჯარო სკოლა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კაიშაურების საჯარო სკოლა, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჯოხეთის საჯარო სკოლა და ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ საირმის საჯარო სკოლა.

    ასევე, ჯამში 30 მოსწავლე და ნაკლები სწავლობს საქართველოს მასშტაბით 291 საჯარო სკოლაში.

    „ინტერნპრესნიუსი"

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×