რეზონანსი
15.10.2019

 (რეზონანსი) 16 წლის გარდაცვლილი ლუკა ფოფხაძის საფლავზე ყოველდღე მისი ერთგული ოთხფეხა მეგობრები მიდიან.

ფოტოებს სოციალურ ქსელში ლუკას დედა აქვეყნებს და წერს, რომ ლუკას ბობი და შაკო ყოველ დღე მიდიან ლუკასთან.

„როგორ გიყვარდა ორივე და რამდენ რამეს მიყვებოდი მათზე ჩემო ლუკა, მენატრები, ძალიან მენატრები",- წერს ლუკას დედა.

ლუკა ფოფხაძე 2019 წლის 2 სექტემბერს, 41 დღიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა.

სრულიად ჯანმრთელ ბიჭს მოულოდნელად დაუდგენელი ვირუსი შეეყარა იმ დროს, როდესაც ის რაჭაში იმყოფებოდა და მძიმე მდგომარეობაში მყოფის რეანიმირება გახდა საჭირო, თუმცა რეანომობილი გზაში გაფუჭდა, რამაც პაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×