სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.10.2019

     (რეზონანსი) ლევან ღონღაძე მეტსახელად „ავღანიჩი" ბოლო დროის ყველაზე ხმაურიანი საქმის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. მისი გვარი პოლიციელების გატაცებული დავით მუმლაძის ბურუსით მოცულ საქმეში გუშინ გამოჩნდა.

    ხაშურელი ბიზნესმენი სუბერმარკეტის „მაგნატის" მფლობელია. ერთ-ერთი ვერსიით ლევან ღონღაძე, მუმლაძის მკვლელობის შემკვეთად სახელდება.

    „მთავარი არხის" ინფორამციით, დავით მუმლაძის მკვლელობამდე, რამდენიმე დღით ადრე ლელან ღონღაძესა და მოკლულს შორის, მწვავე დაპირისპირება მოხდა, რაც დროსაც „ავღანიჩმა" მუმლაძე ბეისბოლის ბიტით სცემა.

    ლევალ ღონღაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავაშირებით, რომ შესაძლოა მკვლელობის საქმეში მას მიეღო რაიმე მონაწილეობა ან ის იყოს დამკვეთი.

    „ჩემი მეგობარი იყო და მიენდეთ გამოძიებას. ვინ ვის მიაყენა შეურაცყოფა ეგეთი მსგავსი არ ყოფილა ჩევნს ურთიერთობაში. სანამ გარდაიცვლებოდა სამი კვირით ადრე ვნახე. ჩემი მეგობარი იყო და არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა. მე არავის არ დავუკითხივარ," - აცხადებს ლევან ღონღაძე „მთავართან".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×