სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.10.2019

     (რეზონანსი) სისულელე და ძალიან არაადეკვატურია მსგავსი განცხადება, - ასე პასუხობს თამთა თოდაძე ადვოკატ მარიამ კუბლაშვილს.

    მისივე თქმით, ეს ქცევა მის არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს.

    „სისულელე და ძალიან არაადეკვატურია ადვოკატისგან მსგავსი განცხადება. რომელი პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მსხვერპლს ასე დებატებში იბარებდნენ ტელევიზიაში. ეს მის არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს. მეტს არაფერს გეტყვით. ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ," - განაცხადა თოდაძემ „პრაიმტაიმთან".

    ცნობისთვის, სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი სავარაუდო მსხვერპლს, თამთა თოდაძესა და მის ადვოკატს დებატებში იწვევს.

    თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების" დეპუტატ ილია ჯიშკარიანი თანამშრომელმა, თამთა თოდაძემ სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა.

    საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინა. ამასთან, გენერალურმა პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო.

    10 ოქტომბერს, გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.

    ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის თქმით, ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    isidro   (15.10.2019)
    kublashvili pirveli dasacheria. man mteli 200 lariani deshelis pirmis mazebi 3000 larat gayida tan ganvadebit miyavdat xalxi da iq psiqologiurat axdnendnen matze zemoqmedebas da ase vtqvat agipnozebdnen rom eyidat. amashi iyo saqartvelos da banki respublika, es gamoidziet da naxavt bevr rames.. sacxal gogos ro miadga da amaimunebs


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×