სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.10.2019

     (რეზონანსი) ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე სალომე ლოლუა აცხადებს, რომ საკეისრო კვეთების გადაჭარბებული რაოდენობის მიზეზით, წელს მხოლოდ თბილისში ხუთი კლინიკა დაიხურა და 17 დაჯარიმდა. მისი თქმით, ჯარიმა 40 ათასი ლარიდან იწყება და 360 ათას ლარამდე აღწევს.

    ლოლუას თქმით, იმის მიუხედავად, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ აუცილებლობის გარეშე საკეისრო კვეთების რიცხვის შესამცირებლად რეგულაციები 2016 წლიდან აამოქმედა, საკეისრო კვეთების რიცხვი არ შემცირებულა. ასევე, მოიმატა გართულებული საკეისროების რიცხვმა.

    „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საკეისრო კვეთების წილი არ უნდა აღემატებოდეს ქვეყნის 10,15 პროცენტიან ზღვარს. ოფიციალური მონაცემებით, 2017 წელს საკეისრო კვეთის ხვედრითი წილი საქართველოს მასშტაბით იყო 44.4 პროცენტი. ჯანმო-ს რეკომენდაციებს ვერ მივუახლოვდით, სამაგიეროდ გვაქვს დაჯარიმებული და დახურული კლინიკები", - განაცხადა სალომე ლოლუამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×