სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.10.2019

     (რეზონანსი) საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ „ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადება ამნისტიაზე, წინასაარჩევნო სტრატეგიად შეაფასა.

    „გულზე მომეშვა და მინდა „ოცნების" წევრებსაც ეს სასიხარულო ამბავი მივულოცო, რომ თურმე ბატონი ბოკერია მოდის ხელისუფლებაში და არ დაგვიჭერს მეგობრებო. ეს ძალიან დიდი ამბავია. იმიტომ კი არ დაგვიჭერს, რომ დანაშაული არ გვაქვს, ვეცოდებით, არა, პოლიტიკურად ეს თურმე ძალიან სწორი იქნება და რაც მთავარია ბიძინა ივანიშვილსაც არ დაიჭერს არავითარი დანაშაულის გამო. არადა მთავარი დანაშაული ჩვენი ის არის, რომ თქვენ და თქვენისთანები დასრიალებთ ისევ პოლიტიკურ ველზე. თითქოს მშვიდობის მტრედობა...

    სტაბილურობის გარანტი ვერ გახდებით, მოსახლეობასაც ვერ დააჯერებთ, რადგან ჩვენმა მოსახლეობამ კბილები დიდი ხანია მოიცვალა. ჯერ ერთი თქვენ დააძრეთ კბილები 2012 წელს, ეს მინდა გაგახსენოთ. ბატონო გიგა, ვითომ ამ მიმტევებლური განცხადებით ეშმაკთანაც იფუჭებ საქმეს. იმ პარტიას და პოლიტიკურ ჯგუფს მართლა ჩემდათავად რა ვუთხარი, თქვენი მისატევებელი რომ გახდება", - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

    გიგა ბოკერიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „ევროპული საქართველო" მომხრეა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გამოცხადდეს ამნისტია წინა ხელისუფლების წევრების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებზე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×