სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.10.2019

     (რეზონანსი) „პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი, ემზარ კვიციანს ჰგონია, რომ ქვეყანაში პროსტიტუცია, ნარკომოხმარება და აბორტი წახალისებულია.

    "უბრალოდ აიღეთ, არასრულწლოვან გოგონას არ აქვს უფლება გათხოვდეს, აი, პროსტიტუცია "პაჟალუსტა", კი ბატონო. აბორტი წახალისებულია, ნარკოტიკები - კი ბატონო. ვერ ხედავთ, რომ ვიღუპებით? შობადობა არ არის სიკვდილიანობა გაზრდილია", -განაცხადა კვიციანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

    კვიციანამდე „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალექსანდრე ერქვანიამ აბორტი სიკვდილის დასჯას შეადარა და თქვა, რომ მსგავსი კანონმდებლობა ცინიზმია, რადგან სახელმწიფო მშობლებს შვილების მკვლელობის უფლებას აძლევს.

    ალექსანდრე ერქვანიას აზრით, მუცლად მყოფი ბავშვი ჩასახვის მომენტიდან სრულყოფილი ადამიანია. მისი თქმით, საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა და მსგავსი მიდგომებით ვერ განვვითარდებით.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×