სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.10.2019

     (რეზონანსი) ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, თუ მთლიანად არ აღმოიფხვრა სასამართლო სისტემა, თუ არ იყო ის დამოუკიდებელი, თუ ეს მოსამართლეები და ეს სასამართლო ერთ ადამიანზე დარჩნენ ჩამოკიდებული, - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მისი ძმისშვილის, მორის მაჩალიკაშვილის სასამართლოს მიერ პატიმრობაში დატოვების შესახებ განაცხადა.

    „დღევანდელ ვითარებას, და არა მარტო დღევანდელს, არამედ მთელი ამ თვეების, დღეების ვითარებას, რასაც მე ვხედავ, ასე შევაფასებდი: სრულებით არაფერი ამ ქვეყანას არ ეშველება, თუ მთლიანად არ აღმოიფხვრა სასამართლო სისტემა, თუ არ იქნა დამოუკიდებელი სასამართლო, თუ ეს მოსამართლეები და ეს სასამართლო დარჩნენ ერთ ადამიანზე ჩამოკიდებული და ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი, არავითარ ყურადღებას არ აქცევენ. შევაფასებდი ისე, რომ ეს სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, ეს არის რაღაც ფიზიკურად და მორალურად ხალხის განადგურება, სხვა არაფერი", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

    შეგახსენებთ, დღეს მოსამართლემ 20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებული პირების, მორის მაჩალიკაშვილის, ილია მემარნიშვილისა და გიორგი ქურდოვანიძის ადვოკატების შუამდგომლობები აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა და ისინი პატიმრობაში დატოვა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×