სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.10.2019

     ხაშურის სამშობიარო სახლში დედისა და ჩვილის გარდაცვალების ფაქტს მისი ახლობლები და ოჯახის წევრები ეხმაურებიან. როგორც გარდაცვლილი ქალის დედა აცხადებს, სამედიცინო პერსონალი მისი შვილის მიმართ გულგრილობით გამოირჩეოდა.

    „სანამ არ დამძიმდა მდგომარეობა, 17:00 საათზე, ყურადღება არ მიაქციეს. თურმე ბავშვს უჭირდა, კვდებოდა ტირილით, მიშველე დედა, მკლავენ, წამიყვანეო. სად წამეყვენა, უკვე დაგვიანებული იყო. თვითონ უნდა მოგვეხმაროსო. გული აღარ ჰქონდა კარგ მდგომარეობაში, ცუდად იყო. არ მიაქციეს ყურადღება. მე ვუთხარი, გაუკეთეთ საკეისრო-მეთქი და არა, თვითონ უნდა იმშობიაროსო. ვერ იმშობიარა თვითონ. შვილი მომიკლეს. ყურადღება არ მიაქციეს, ოთხი ობოლი შვილი დატოვა“, - აცხადებს გარდაცვლილის დედა.

    გარდაცვლილის ერთ-ერთი ახლობლის თქმით, ეს შემთხვევა პირველი არ არის და მსგავსი ფაქტები ამ ჰოსპიტალში ხშირად ხდება. ერთ-ერთი ნათესავი ჰყვება, რომ კლინიკის დაცვა მშობიარემდე მისვლაში ახლობლებს ხელს უშლიდა.

    „დაცვის წევრს რომ ვეუბნებოდი, შემიშვით-მეთქი, შიგნით არ მიშვებდა. ამ სიტყვებით მისტუმრებდა „ჯერ გათბობის სეზონი არ მოსულა, კარები გაგიღო, შიგნით რომ შემოგიშვა და გათბეთო?!“ ძაღლებივით ქუჩაში ვეყარეთ მთელი დღის განმავლობაში და მთელი ღამის განმავლობაში, მანამ პოლიცია არ მოვიყვანე, მანამ მომაკვდავი არ გახდა. მკვდარს გაუკეთეს საკეისრო და მკვდარს ამოუღეს ნაყოფი მუცლიდან“.

    ინტერპრესნიუსი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (7)
    ჩაწერა სახელი
    ლიკა   (17.10.2019)
    1984 წელს,გზაში დამეწყო მშობიარობა და ხაშურის სამშობიაროში მოვხვდი.ღმერთო,ეს რა გადავიტანე.რამ გადამარჩინა,არ ვიცი,ბავშვი მოვიპარე,გახსენებაც არ მინდა.18 საათი მტკიოდა და 6 საათი ჭინთვები მქონდა,საკეისრო არ გამიკეთეს,არავითარ შემთხვევაში.ბავშვი მჯდომი მოდიოდა,მერე ბავშვი მოვიპარე და გადავარჩინე,კიდევ იგივე სიტუაციაა,მაშინ საღორეს უფრო გავდა.ფული!? სამჯერ ვიმშობიარებდი თბილისში იმდენი დამიჯდა

    Annna   (16.10.2019)
    Eseti strukturebi una daiketos rom sxvas agar gauxdes shvili satirali.. Ra guli akvt ro adamiani gevedreba mishveleoda tkven elodebit da ikurebt mis camebas.. Ormagi mkvlelobaa da samagalitod unda daidagos.. Ro ertxel da samudamod magaliti gauxdes im vitom ekimebistvis.

    natia   (15.10.2019)
    rasambobt raskvia senakshi seamedshi uaresi xdeba ro cer senakshi senamedshi samive ik gavachine reebsa o cert saidan mogakvt egetebi

    Lana   (15.10.2019)
    Es ra xdeba gmertochemo meramdened unda daisajos kvela visac cvlili miudzgvis am ucodveli adamianis sikvdilshi..😭😭😭

    Jujuna   (15.10.2019)
    Gmerto agar minda dilis gateneba rom cudi agar gavigo😥😥😥😥

    fiqria   (15.10.2019)
    vaime guli momikvda ...gmerto eg magari ician rom ar ushveben vinmes😥😥😥😥😥

    Jeokeni   (15.10.2019)
    Senakshi uaresi xdeba senamedshi!!!kaci araa gamkitxavi!!!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×