სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.10.2019

     (რეზონანსი) "ქუთაისის აეროპორტში" მგზავრს 51 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩნდა.

    "ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი", ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მ.მ.-ს კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დეტალური დათვალიერებისას, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (51 აბი) გამოავლინეს.

    საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს გადაეცა" - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმციაში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×