სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.10.2019

     (რეზონანსი) პოლიციამ ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა.

    "შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, 1972 წელს დაბადებულ ლ.ძ. დააკავეს. მას ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ 1962 წელს დაბადებულმა ზ.ც.-მ და 1973 წელს დაბადებულმა დ.ჯ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1972 წელს დაბადებულ ლ.ძ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები მიაყენეს.

    თუმცა, გამოძიებით ასევე გამოიკვეთა, რომ ზ.ც.-ს და დ.ჯ. მიერ ლ. ძ.-ის მკვლელობის მცდელობას წინ უძღოდა ლ.ძ.-ს მიერ გ.ც.-ის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი" - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×