სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.10.2019

     (რეზონანსი) 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა გორის რაიონულმა სასამართლომ მამაკაცს, რომელიც 5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული. შემთხვევა კასპის რაიონში, სოფელ კავთისხევში მიმდინარე წლის ივლისის თვეში მოხდა. რადიო "მოზაიკის" ინფორმაციით, მსჯავდებული 5 წლის ბავშვზე 5 თვის განმავლობაში ძალადობდა. აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას, მოსამართლემ ბრალდებული კაცის ინსულტი შემამსუბუქებელ გარემოებად მიიღო.

    მომხდარზე ღიად არ საუბრობენ სოფელში. პირად საუბრებში ადგილობრივები კი აღმიშნავენ, რომ 75 წლის მამაკაცი მსხვერპლის ოჯახის მოპირდაპირედ ცხოვრობდა და მან ბავშვი სახლში შეიტყუა. მსჯავრდებულის ადვოკატის განცხადებით, სექსუალური ხასიათის ძალადობა ერთხელ მოხდა და ბრალდებული ფაქტს, მცირეწლოვანი გოგონას სითამამეს აბრალებს.

    წყარო: ფორმულანიუსი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (16.10.2019)
    არიქა, ჟურნალისტებო, გამოფინეთ ყველა სიბინძურე, რაც ხდება, რომ სხვათა დასაცინი გავხდეთ, არ დამალოთ სამარცხვინო ფაქტები, კ ა რ გ ი რაც შეგხვდებათ--იმას გადააფარეთ სქელი ფ ა რ დ ა, კარგი როგორ უნდა გვაუწყოთ, ეს ხომ ჟურნალისტიკის ღ ა ლ ა ტ ი ა და არაპროფესიონალიზმად ი თ ვ ლ ე ბა. ც უ დ ი და მხოლოდ ცუდი---სიმახინჯეები დაუფიქსირებელი არ დაგრჩეთ, დაე, მტერმა გამოიყენოს იგი ქართველთა დ ა ს ა კ ნ ი ნ ე ბ ლ ა დ!

    ეკა   (16.10.2019)
    ნუ შეგვაძულეთ ადვოკატები ,ვინ არის ეს გარეწარი,ასე რომ დაიცავ ვიღაცას იმაზე უარესია ასეთი პირი საზოგადოებისთვის,ვიდრე ის ვინც დააშავა.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×