რეზონანსი
16.10.2019

 ცნობილი გახდა, ხაშურში გარდაცვლილი მშობიარე ქალის ვინაობა, ის 40 წლის ინგა კაკიაშვილია. ექსკლუზიური ფოტოები, სადაც გარდაცვლილი მცირეწლოვან შვილებთან ერთად, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრეა გადაღებული, „პრაიმტაიმს“ ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა შორენა მოსიძემ მიაწოდა.

შორენა და სხვა ქართველი ემიგრანტები კაკიაშვილების ოჯახს პროდუქტებითა და საჭირო ნივთებით 3 ოქტომბერს დაეხმარა. ეს ფოტოებიც სწორედ მაშინ გადაიღეს.

ემიგრანტებს ამ ოჯახის შესახებ ინფორმაცია სურამელმა მედეა რუსიამ მიაწოდა.

როგორც მისგან გახდა ცნობილი, მშობიარე ქალბატონი სურამში ოთხ მცირეწლოვანთან ერთად, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. მეუღლე სამუშაოდ თბილისში იმყოფებოდა, თუმცა მას არასტაბილური სამსახური ჰქონდა. ისინი სურამში ე.წ. ებრაელების უბანში სინაგოგასთან ცხოვრობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×