სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.10.2019

     ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება იწინასწარმეტყველა, ახლა კი აცხადებს, რომ პრეზიდენტი შესაძლოა ციხეშიც კი ვიხილოთ, თუ ის შეცდომების დაშვებას ძველებურად გააგრძელებს.

    ასტროლოგის თქმით, მან ზურაბიშვილთან შეხვედრისას იგრძნო, რომ მას საგვარეულო წყევლა აქვს და საჭიროა გამოლოცვის ჩატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ავტორიტეტი საკმაოდ შეირყევა.

    “ვერ გეტყვით, რომ კატასტროფა ელოდება, მაგრამ მისი ავტორიტეტი საკმაოდ შეირყევა. არ ვიცი, მან ამის შესახებ იცოდა თუ არა. თუ კითხულობდა ჩემს პუბლიკაციებს, უნდა სცოდნოდა, მაგრამ ასტროლოგია მას ნაკლებად აინტერესებს. როდესაც წლების წინ ვესაუბრე, ვიგრძენი, რომ საგვარეულო წყევლა აქვს. ამიტომ ვუთხარი, რომ აუცილებლად გამოლოცვა უნდა ჩაიტაროს, რაც მას არ გაუკეთებია. ვუთხარი, რომ საგვარეულო წყევლის გამო, სამშობლოში მუდმივად პრობლემები ექნებოდა. ვხედავთ, რომ ასეცაა. 

    მე ის გავაფრთხილე, რომ ზედმეტი ინტერვიუებისგან და განცხადებებისგან თავი შეეკავებინა, ვაფრთხილებდი გაზეთებიდან და ჟურნალებიდან, მაგრამ ამ რჩევებს, როგორც ჩანს, არ კითხულობს. ჩვეულებრივად ცხოვრობს და მოქმედებს. მის ასეთ აქტიურობას კი შეცდომები მოჰყვა.

    შეცდომების გამოსწორების შანსი ყველას აქვს, განსაკუთრებით მას, მაგრამ გამოიყენებს კი? თუ არ მოხდა მისი გამოლოცვა, სამშობლოში მას ყოველთვის ეყოლება ფარული მტრები, მის წინააღმდეგ იქნება ინტრიგები შიდა ბრძოლების ფერხულში იქნება და შესაბამისად ხალხი მას ბოლომდე ვერ მიიღებს”, - აცხადებს ცაგარელი.

    მისივე თქმით, გამოლოცვას ბევრი დრო არ სჭირდება, მაგრამ ზურაბიშვილის დამოკიდებულება ასტროლოგიის მიმართ სერიოზული არ არის.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×