რეზონანსი
16.10.2019

 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, ხელისუფლება ანაკლიის განვითარების კონსორციუმს  2019 წლის ბოლომდე მისცემს შესაძლებლობას, რომ პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი ფინასური კაპიტალის მოსაძიებლად ყველა რესურსი გამოიყენოს.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს უფლება, კონსორციუმთან  ხელშეკრულება დღესვე მოვშალოთ,  არ ვისარგებლებთ ამ უფლებით. იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროექტი ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და ვერც ერთ ოპონენტს, მათ შორის კონსორციუმს და პოლიტიკურ ოპოზიციას, ვერ მივცემთ იმის საშუალებას, რომ მთავრობას დააბრალონ რაიმე სახის ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ამ პროექტის განხორციელებაში. ამიტომ მივცემთ კონსორციუმს საშუალებას სრულად ამოწუროს თავისი რესურსი და 2019 წლის ბოლომდე მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ასევე საერთაშორისო ბანკებიდან სახსრები“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
toma   (16.10.2019)
Mashin somex saakians aeshenebina amdeni rom ibodiala cocxebit

მედეა   (16.10.2019)
ამასობაში რ უ ს ე თ ი დაჩქარებულად აშენებს და მალეც დაამთავრებს ქერჩთან(შეიძლება ადგილმდებარეობა მეშლება)ღრმაწყლოვან პ ო რ ტ ს, ტვირთთა ნაკადს მისკენ მიმართავს და მერე გინდ აგიშენებია "ანაკლია" და გინდ არა. უუნარობა, ნამეტანი ლოიალობა და ა ბ დ ლ ო ბ ა ერთიდაიგივეა! არ ხართ ღირსი სახელმწიფოს მ ა რ თ ვ ა ჩაგაბაროთ! დიდი საბავშვო ბაღის აღმზრდელობაა თქვენი შესაფერისი სამუშაო ადგილი!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×