სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.10.2019

      იუსტიციის სამინისტრომ 28 წლის რუსი ჰაკერის საქართველოდან რუსეთში ექსტრადიციის ბრძანება გასცა.

    „სუმბაევის საექტრადიციო ბრძანება გამოიცა 2019 წლის 30 სექტემბერს. ეს არის ერთ-ერთი საქმე, რომლის ფარგლებში ჩვენ საჭიროებისამებრ ვითხოვთ გარანტიებს ნებისმიერი სახელმწიფოსგან. ამჯერად ასეთი გარანტიები მიღებულია რუსეთიდან და შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებსა და სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკას. ამ ეტაპზე ველოდებით მის ეტაპირებას. სუმბაევს ბრძანება ჩაბარდა 15 ოქტომბერს და როგორც მედიის საშუალებით ადვოკატისგან შევიტყვეთ, მას მიუმართავს სტრასბურგის სასამართლოსათვის, რაც მისი უფლებაა", - ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინიტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

    სუმბაევის რუსეთისთვის გადაცემას საქართველო მიმდინარე წლის მაისში აპირებდა, თუმცა მაშინ ექსტრადიციის პროცესი დროებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეაჩერა.

    ასტრახანის მკვიდრი იაროსლავ სუმბაევი ქართველმა სამართალდამცავებმა 2018 წლის 5 ნოემბერს თბილისში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენისა და ყალბი პასპორტის გამოყენების ბრალდებით დააკავეს. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქართულ მხარეს სუმბაევის გადაცემის მოთხოვნით 26 ნოემბერს მიმართა.

    სუმბაევს რუსეთში ჰაკერობასა და თაღლითობაში ადანაშაულებენ, რითაც მან ტუროპერატორებს მატერიალური ზარალი მიაყენა. საქმეს ვიცეპოლკოვნიკი ევგენია შიშკინა იძიებდა, რომელიც მოსკოვში გასული წლის 10 ოქტომბერს მოკლეს. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ სუმბაევი მკვლელობასთანაც იყოს დაკავშირებული.

    რუსეთის პროკურატურის ინფორმაციით, თაღლითურ სქემაში, რომელიც ე.წ. ბილეთების საქმის სახელითაა ცნობილი, სულ 29 ადამიანი იყო ჩართული.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×