რეზონანსი
16.10.2019

  ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და კიდევ ორი მაღალჩინოსანი არჩილ ვანაძე და ეგარსლან ლომაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მამისეიშვილმა პატიმრობაში დატოვა.

როგორც მოსამართლემ განაცხადა, ბრალდებულების მიერ წარდგენილი თანხა გირაოსთვის მიყენებული ზარალის ოდენობას ვერ აღწევდა და შესაბამისად, მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა.

ამასთან, როგორც მოსამართლემ აღნიშნა, ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს არ ჰქონდა უფლება ხელშეკრულება გაეფორმებინა ბრალდებულების ადვოკატებთან, რომლის მიხედვითაც ბრალდებულები სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზარალს აანაზღაურებდნენ და აღნიშნული გირაოს სანაცვლოდ საპატიმროს დატოვებდნენ.

შეგახსენებთ, რომ დაცვის მხარემ ბათუმის მერიასთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ბრალდებულები ბიუჯეტისთვის მიყენებულ ზარალს აანაზღაურებენ. მერია თანახმა იყო გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ზარალის ამ ფორმით მიღებაზე.

ბათუმის მერიის 7 მაღალჩინოსანი 5 თვის წინ დააკავეს, მათ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ბიუჯეტიდან თანხების მითვისებას ედავება. საქმე ეხება ბათუმში „იაფი სახლის" პროექტის განხორციელებას, რისთვისაც ბიუჯეტიდან მილიონ სამასი ათასი ლარი გამოიყო. პროექტი არ განხორციელდა, შემსრულებელი კომპანია კი გაუჩინარდა.

წინასასამართლო პროცესზე 4 მაღალჩინოსანი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×