სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.10.2019

      მარიამ კუბლაშვილი ცოტნე გამსახურდიას სტატუს პასუხობს, რომელშიც პირველი პრეზიდენტის შვილი, ადვოკატს დაზარალებული თოდაძის დებატებში გამოწვევის გამო, მწვავედ აკრიტიკებს.

    „ხომ არ სჯობს თავის კოსმეტიკური ფირმის, „დეშელი" ერქვა თუ „დეშალი" - თუ არ ვცდები, დაზარალებულებთან გადავიდეს დებატებში, თვითონ რომ გადაყარა და ათობით ადამიანი ედავება? ისე, როგორც მახსოვს, ეს კუბლაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატიც იყო და ამის მეათედი აქტივობა არ გამოუჩენია. ნეტავ რატომ?"- დაწერა ცოტნე გამსახურდიამ.

    სოციალურ ქსელში დაწერილ ამ პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

    თავად ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი „პრაიმტაიმთან" ამბობს, რომ ზვიად გამსახურდიას შვილსა და კონსტანტინე გამსახურდიას შვილიშვილს, ასეთი განცხადების გაკეთება არ ეკადრება.

    „ვისაც დაკარგული აქვს რეიტინგი და ავტორიტეტი საზოგადოებაში, ახლა გადაწყვიტეს, რომ ჩემით მოიპოვონ რეიტინგი და გაიკეთონ რეკლამა. რაც შეეხება კოსმეტიკას, 2013 წლიდან თუ ვინმე რამეს ეძებს და იქექება ჩემს ცხოვრებაში, კოსმეტიკას გაიძახიან.

    კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ეს იყო ჩემი ებრაელი კლიენტის, რომელმაც ჩამაბარა კომპანია და ყურადღება უნდა მიმექცია. მე კომპანიის პოლიტიკაში არ ვერეოდი. ამ დაწესებულებამ ყველა დროს გაუძლო, წინა მთავრობის დროსაც იყო და ახლაც არის, ერთი ადამიანი მაინც რომ იყოს დაზარალებული, ხომ მიმართავდნენ შესაბამის უწყებას? თუ იქნებოდა კანონდარღვევა და პრობლემა, ხომ გასცემდა კანონი პასუხს?! არ მოსწონდათ კომპანიის მარკეტინგი, რაღაც კუთხით მეც არ მომწონდა...

    ახლაც აგრძელებს კომპანია მუშაობას. ჰყავთ უამრავი მომხმარებელი და ძალიან კარგადაა ყველაფერი. კოსმეტიკის ძახილითა და ჩემი „ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობის მიღებით ცდილობენ დამაკნინონ. რას წერს არ რცხვენია პრეზიდენტის შვილს?! სწორედ ზვიად გამსახურდიას გამო არ გავცემ პასუხს მის შვილს. არ ეკადრება ეს დონე მისი გენიოლოგიის პატრონს, კონსტანტინე გამსახურდიას შვილიშვილს! კლავიატურის დონეზე რომ არის დასული არ ეკადრება! ზვიად გამსახურდიას შვილი, რომ ხარ, გრცხვენოდეს რა! - ამბობს მარიამ კუბლაშვილი.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    status quo   (17.10.2019)
    ძაან თავში ნუ აგივარდება გოგო,ბოლობოლო,ერთი ჩვეულებრივი ადვოკატი ხარ რაა...ეგ ხომ აქ არაპრესტიჟული პროფესიაა.

    მედეა   (16.10.2019)
    ყველაფერში ვეთანხმები კუბლაშვილს. მაჩალიკაშვილი თუ ტერორისტი იყო, ადვოკატი რას უშველიდა, თუ უდანაშაულო იყო, მაშინ სასამართლოზე დაიცავს ეს ადვოკატი და ვნახავთ მის სიყოჩაღეს, რაც შეეხება ც ო ტ ნ ე ს, იგი ფრიად შეუსაბამო განცხადებებს აკეთებს და მეც მიკვირს მისი აზრთა ფრქვევის სიმკვეთრე.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×