რეზონანსი
16.10.2019

  რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, შედარებით მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული ახალგაზრდა ქალს.

როგორც რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განაცხადეს, 4 წლის ბავშვის გადაყვანა თბილისში იგეგმება და კატასტროფის მედიცინის ცენტრიდან ბრიგადას ელოდებიან, ახალგაზრდა ქალი კი ცენტრალურ საავადმყოფოში რჩება შემდგომი მკურნალობის მიზნით.

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, ახალგაზრდა ქალს და ეტლში მჯდომ 4 წლის ბავშვს მოტოციკლი მაშინ დაეჯახა, როდესაც ისინი ქვეითთა გადასასვლელზე გადადიოდნენ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

 

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×