სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.10.2019

      სირიაში ქურთების ფორმირებების წინააღმდეგ დაწყებული ოპერაციის კრიტიკისთვის, თურქეთში 200-მდე ადამიანი დააკავეს. მთლიანობაში, 186 ადამიანი დაკავებულია სოციალურ ქსელებში ტერორისტული ორგანიზაციის სასარგებლოდ პროპაგანდის ბრალდებით. ამის შესახებ „ანადოლუ" იუწყება.

    ამავე სააგენტოს ცნობით, 24 დაკავებულს პატიმრობა მიესაჯა.

    თურქეთის იუსტიციის ორგანოები, ისევე როგორც ანკარას წინა სამხედრო ოპერაციების დროს, პროქურთული პარტიის წინააღმდეგ 2016 და 2018 წლებში, მკაცრად ექცევიან კრიტიკოსებს.

    „ანადოლუს" ინფორმაციით, ოპერაციის დაწყებიდან გამოვლენილია 839 ადამიანი, რომლებიც სოციალურ ქსელებში არალეგალური კონტენტის გავრცელებაში არიან ეჭვმიტანილნი.

    წყარო: ინტერპრესნიუსი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×