სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.10.2019

    კასპში 7 თვის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვან დედას ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით, შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა. ფაქტთან დაკავშირებით არ საუბრობს მსჯავრდებული არასრულწლოვნის ადვოკატი ერმილე ჭეიშვილი.

    როგორც ის აცხადებს, ვინაიდან საქმე არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება და ამას გარდა, სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, დეტალებთნ დაკავშირებით საუბრის უფლება არ აქვს.

    „ინფორმაციას ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით ვერ დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ. პოზიცია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან შეთანხმებული არ მაქვს. მოგეხსენებათ, საქმე ეხება არასრუწლოვნის ინტერესებს”, – განუცხადა "აიპიენს" ჭეიშვილმა.

    რაც შეეხება იმ ფაქტს, ექსპერტიზის დასვნის საფუძველზე შეუფარდა თუ არა მოსამართლემ მსჯავრდებულს შედარებით მსუბუქი სასჯელი – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ან იკვეთებოდა თუ არა სხვა გარემოებებიც, ამასთან დაკავშირებით, ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაბარებია, შესაბამისად, ის ვერ ისაუბრებს, თუ რის საფუძველზე შეეფარდა მოზარდს 6-წლიანი სასჯელი.

    შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრუწლოვანს გორის რაიონულმა სასამართლომ სასჯელის ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ეკა   (17.10.2019)
    საწყალი ბავშვი რომელიც დედამ გამოასალმა სიცოცხლეს😭😭.დედას კი სამუდამო პატიმრობა ეკუთვნოდა

    მედეა   (17.10.2019)
    შვილი მოუკვდა და რა სასჯელი გადაწონის ამ უბედურებას. საწყალი გოგო, საწყალი მისი ქმარი, დედა, და ნათესავები!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×